სტატისტიკა (მსოფლიო და საქართველო) – მსოფლიოში დაახლოებით მილიარდი კაცი ეწევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი თამბაქოს ტყვეა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მოწევით განპირობებული დაავადებებით ყოველწლიურად 4 მილიონი კაცი კვდება (1 კაცი – ყოველ 8 წამში). თუ არაფერი შეიცვალა, 20 წლის შემდეგ სიგარეტი მთელ მსოფლიოში სიკვდილისა და ინვალიდობის უმთავრეს მიზეზად იქცევა და უფრო მეტ სიცოცხლეს შეიწირავს, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი, ავტოსაგზაო შემთხვევები, მკვლელობა და თვითმკვლელობა ერთად.
საქართველოში მწეველთა კუთხით მდგომარეობა მეტისმეტად მძიმეა. თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწეველ სახელმწიფოდ ითვლება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვადასხვა საბაზისო გამოკვლევის მონაცემებით, დღეს თამბაქოს ეწევა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 37-40%.
მამაკაცებს შორის მწეველია 50-65%, ხოლო ქალებს შორის – 16-22%. სავარაუდოდ, ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული სხვაობა თანდათან შემცირდება, რადგან მწეველ ქალთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, უმძიმესი ვითარებაა მოზარდებში, განსაკუთრებით – გოგონებს შორის, სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მწეველთა მაჩვენებელი 9%–ით გაიზარდა. მოზარდთა 42,4% მწეველია.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, უმძიმესი ვითარებაა მოზარდებში, განსაკუთრებით – გოგონებს შორის, სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მწეველთა მაჩვენებელი 9%–ით გაიზარდა. მოზარდთა 42,4% მწეველია.
ნიკოტინი – თამბაქო, ერთი შეხედვით, ლამაზი და უწყინარი მცენარეა, თუმცა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ 8 წამში ერთ ადამიანს კლავს. თამბაქოს ფოთლის ქიმიური შემადგენლობაა: ნიკოტინი – 1-4%, ნახშირწყლები – 2-20%, ორგანული მჟავები – 5-17%, ცილები – 1-13%, ეთერები – 0,1-1,7%.
ნიკოტინი წარმოადგენს მასტიმულირებელ ნივთიერებას, რომელიც თავის ტვინის უჯრედებს ააქტივებს და მსუბუქ ეიფორიას იწვევს. ამას გარდა, თამბაქოში არსებული შხამები ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედამდე აღწევს. ნიკოტინი მცენარეული წარმოშობის ალკალოიდია, რომელიც უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
იგი ისეთივე ნივთიერებაა, როგორიცაა კოკაინი და ჰეროინი. ნიკოტინი საწამლავია, რომელიც ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს, ის ჩასუნთქულ კვამლთან ერთად ჩადის ფილტვებში, სწრაფად გადადის სისხლში და თავის ტვინს აღწევს 8 წამში. ნიკოტინი მცირე დოზით აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და სუნთქვის ცენტრს. აძლიერებს ნერწყვის გამოყოფას, ავიწროვებს გუგას, იწვევს მაჯისცემისა და არტერიული წნევის მომატებას.

ერთი ღერი სიგარეტი შეიცავს 0,3-დან 2 მგრ-მდე ნიკოტინს და 8-35 მგრ- მდე ფისს.
თამბაქოს წვისას წარმოიქმნება ძირითადი და გვერდითი კვამლი. ძირითადი კვამლი ხვდება მწეველის ორგანიზმში და იწვევს სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებას.
გვერდითი კვამლი ვრცელდება ჰაერში და უფრო საშიშია, რადგან ის შეიცავს 4-5-ჯერ მეტ ნახშირჟანგს, 3-ჯერ მეტ ნიკოტინსა და ფისს, 45-ჯერ მეტ ამიაკს, 4-ჯერ მეტ ბენზეპირენს.
თამბაქოს კვამლში შემავალი 40 ნივთიერება (კანცეროგენი) იწვევს სხვადასხვა სახის სიმსივნეებს. თამბაქოს კვამლის ერთ-ერთი შემადგენელი ნივთიერებაა ნახშირის მონოქსიდი (რომელიც გამოიყოფა მანქანის გამონაბოლქვში).
თამბაქოს მოწევა იწვევს უამრავ დაავადებას: ქრონიკულ ბრონქიტს, ფილტვების კიბოს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებებს; ინფაქტს, გულისა და ტვინის სისხლძარღვების უამრავ დაავადებას, პირის ღრუს, ხახის, საყლაპავი მილის, შარდის ბუშტის, თირკმლების, ყელისა და მკერდის კიბოს.

მოწევა ფეხმძიმობის დროს -
ბოლო წლებში გაიზარდა მწეველი ქალბატონების რაოდენობა. შემაშფოთებელია ისიც, რომ ქალბატონების გარკვეული ნაწილი მოწევას არც ფეხმძიმობისას ერიდება, რაც ნაყოფზე უარყოფით გავლენას ახდენს.
თამბაქოს კვამლის ტოქსიური კომპონენტები ადვილად გადის პლაცენტის ბარიერს.
ფერხდება ნაყოფის განვითარებისთვის აუცილებელი ჟანგბადის მიწოდება, რაც აბრკოლებს მის ნორმალურ განვითარებას. ზრდის მუცლის მოშლის რისკს ან განუვითარებელი ბავშვის დაბადების საშიშროებას. თამბაქო მოქმედებს ბავშვის არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ განვითარებაზეც, რადგან ბავშვის ტვინს საჭირო სისხლისა და ჟანგბადის რაოდენობა არ მიეწოდებოდა.
თამბაქოს კვამლის ტოქსიური კომპონენტები ადვილად გადის პლაცენტის ბარიერს.
ასევე, არამწეველებთან შედარებით, მწეველ ქალებში 20-50%-ით მაღალია ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილიანობა.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თამბაქოს მომხმარებელ ქალებს უქვეითდებათ რეპროდუქციული ფუნქცია და იზრდება უშვილობის რისკიც. მწეველთა შვილებს უფრო ემართებათ სიმსივნური დაავადებები, ვიდრე არამწეველთა შვილებს. ვინაიდან მოწევა აზიანებს სპერმას, მამებმა უნდა ეცადონ, განაყოფიერებამდე სამი-ოთხი თვით ადრე მაინც დაანებონ თავი მოწევას. მოწევა ზრდის ახალშობილთა უეცარი სიკვდილიანობის ალბათობასაც.

პასიური მოწევა –
მოწევა რომ მავნებელია, ამას მტკიცება აღარ სჭირდება, თუმცა ბევრი მწეველი არ ითვალისწინებს, რომ მოწევით არა მარტო საკუთარ თავს აყენებს ზიანს, არამედ მის გარშემო მყოფებსაც აზარალებს.
რატომ არის “მეორადი კვამლი” სახიფათო?
სიგარეტის “მეორადი კვამლი” შეიცავს 4 000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის, წყალბადის ციანიდს (გაზი, რომელიც აზიანებს ფილტვებს) 160-ჯერ მეტი რაოდენობით, რა რაოდენობაც მიჩნეულია სახიფათოდ.
შეიცავს იგივე რაოდენობის ტოქსიკურ ნივთიერებებს, რასაც ჩაისუნთქავს თვით მწეველი. ოთახის განიავება, ან ვენტილაცია ვერ დაგიცავთ “მეორადი კვამლისგან”. სიგარეტის კვამლი დიდხანს რჩება გარემოში (ჰაერში, ტანსაცმელსა და თმაზე) და ინარჩუნებს ტოქსიკურობას.

ეს ფაქტები შემაშფოთებელია, რადგან ჭეშმარიტებას შეესაბამება. აქედან გამომდინარე, როდესაც მოწევას დააპირებთ, წამით დაფიქრდით იმ საფრთხეზე, რასაც უქმნით თქვენ გარშემომყოფთ.
სიგარეტის პასიური მოწევისგან 2010 წელს 600 000 ადამიანი დაიღუპა მსოფლიოს მასშტაბით.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 192 ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევით, პასიური მოწევა ყველაზე დიდ საფრთხეს ბავშვებისთვის იწვევს. პასიური მწეველები, ანუ არამწეველები თამბაქოს კვამლის შესუნთქვის შედეგად იმავე დაავადებებით ავადდებიან, რითაც მწეველები.

გარდა იმ ფიზიკური ზიანისა, რასაც სიგარეტის მოწევით იღებს ადამიანი, უნდა გვახსოვდეს, რომ ამით ჩვენს სულსაც ვაზარალებთ. მოწევა დიდ ცოდვად ითვლება და სიგარეტი ეშმაკის საკმევლადაა მიჩნეული.