საგანმანათლებლო
პროექტის რეფლექსია
1 პროექტის სახელწოდება: უთხარი თამბაქოს „არა“!
შესასწავლი თემიდან გამომდინარე -„თამბაქოს მავნე
ზემოქმედება“ (მოსწ.წიგნი ბუნება 6 კლ. &53 გვ.158) მოსწავლეებს გაუჩნდათ უამავი
კითხვა და ინტერესი თამბაქოს მავნებლობის შესახებ, გაიხსენეს სხვადასხვა ცხოვრებისეული
ფაქტები და გაიმართა დიკუსია. ისაუბრეს წამოჭრილ
პრობლემაზე და გაუჩნდათ სურვილი განეხორციელებინათ პროექტი ამ აქტუალურ თემაზე.
გადაწყვიტეს გამოეკითხათ ის ადამიანები, რომლებიც მათ გარშემო თამბაქოს მოიხმარდნენ.
დავინახე ასეთი დიდი ინტერესი მოსწავლეებში გადავწყვიტე ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ დავხმარებოდი
ამ პრობლემის გარკვევაში და პროექტის განხორცეილებაში. რადგან თემა ასეთი აქტუალური
იყო, გადავწყვიტეთ მის განხორციელებაში პარალელური კლასის მოსწავლეებიც ჩაგვერთო. მოსწავლეებმა
შექმნეს ჯგუფები და შეიმუშავეს პროექტის განხორციელების გეგმა, სადაც ეტაპობრივად გაწერეს
მისი განხორციელების გზები, ვადები, რესურსები.
შეხვედრა 1.
დაევალათ ჯგუფებს მოეძიებინათ ინფორმაცია ნიკოტინში
შემავალი ნივთიერებების შესახებ. მოეფიქრებინათ პროექტის სახელი.
შეხვედრა 2.
ჯგუფებმა დაასახელეს სხვადასხვა ვერსიები და შეჯერდენენ,
რომ პროექტის სახელი იქნებოდა: „უთხარი თამბაქოს არა!“
მოსწავლეებმა ისაუბრეს მოძიებული ინფორმაციის შესახებ
და გადაწყვიტეს შეექმნათ კედლის გაზეთები, რომლებსაც განათავსებდნენ სკოლის დერეფნის
კედლებზე, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდებინათ თანატოლებისთვის და უფროსკლასელთათვის.
გაჩნდა იდეა ჩაეტარებინათ გამოკითხვა, როგორც სკოლის ფარგლებში, ასევე სკოლის გარეთ.
აინტერესებდათ, რამდენად იყო ინფორმირებული საზოგადოება თამბაქოს მავნებლობაზე და სიგარეტის
ღერში შემავალ ნივთიერებებზე. დაემზადებინათ საინფორმაციო ბუკლეტები და დაერიგებინათ,
როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე სკოლის გარეთ მოსახლეობაშიც.
შეხვედრა 3.
დავეხმარე მოსწავლეებს
საინფორმაციო ბუკლეტების შემქმნაში. ბუკლეტები შეიცავდა ინფორმაციას, როგორც თამბაქოს
შემადგენლობაზე, ასევე სტატისტიკურ მონაცემებს, თუ რამდენი ადამიანი იღუპება ყოველდღიურად
მსოფლიოში თამბაქოს მიზეზით. გადაწყვიტეს, რომ სკოლის სააქტო დარბაზში მოეწყოთ ვიდეო
ფილმიშ ჩვენება უფროსკლასელთათვი. თუმცა აქვე გამოიკვეთა პრობლემაც: ვიდეო ფილმის ჩვენებისას
აუცილებლად დავჭირდებოდა დახმარება, იყო რისკი, რომ უფროსკლასელი მოსწავლეები არ დაინტერესდებოდნენ,
ან ვერ შევინარჩუნებდით წესრიგს, რათა ხარისხიანად წარმოგვეჩინა ჩვენი დაგეგმილი აქტივობა.
მოსწავლეებმა დახმარებისთვის მანდატურის სამსახური შეარჩიეს და საიდანაც დიდი მხარდაჭერა
მიიღეს. სკოლის მანდატურები საკუთარ თავზე აიღეს ვიდეოფილმის ჩვენების ორგანიზება.
ამის
შემდეგ მოსწავლეებთან ერთად შევარჩიე ვიდეო
მასალა, რომელიც საინტერესო და ინფორმაციით დატვირთული იქნებოდა.
შეხვედრა
4.
შეხვედრაზე
მოსწავლეები ახალი ინიციატივით მოვიდნენ: გადაწყვიტეს მოეხატათ სკოლის ეზო თამბაქოს
ამკრძალავი სიმბოლოებით, გამოჭრეს სამკერდე ნიშნები და გადაწყვიტეს მოეწყოთ აქციის
ერთი დღე, როდესაც ყველას მოსწავლეს დაურიგებდნენ ბუკლეტებს და სამკერდე ნიშნებს. დაამზადეს
გამოკითხვის მცირე ბუკლეტები, რომლებსაც სკოლის მოსწავლეები შეავსებდნენ და ჩაყრიდნენ
გამოკითხვის ყუთში. ამავე დღეს გავიდოდნენ სკოლის გარეთ და ჩაწერდნენ ინტრევიუს მოსახლეობასთან.
გადაიღებდნენ ფოტოებს და ვიდეო მასალებს.
შეხვედრა 5.
ყველა ჯგუფი უკვე მზად იყო მომდევნო დღისთვის. გადაინაწილეს
ფუნქციები: ნაწილი სკოლის გარეთ გავიდოდა ინტერვიუს ასაღებად, მეორე ჯგუფს დაევალა
გამოკითხვის გამოკითხვის ყუთიზე ზედამხედველობა
და შედეგების მოგროვება. წინა დრეს მოიხატა ეზო და მოეწყო კედლის გაზეთების
გამოფენა.
პროექტის დასასრული: დილის 830 საათზე ,
როდესაც მოსწავლეები სკოლაში მოდიოდნენ მათ
დაურიგდათ გამოკითხვის ფურცლებიდ ა საინფორმაციო ბუკლეტები. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოეწყო ფილმის
ჩვენება მანდატურების დახმარებით. შემდგომ მოხდა გამოკითხვის შედეგების დათვლა.
მეორე დღეს მოეწყო პროექტის პრეზენტაცია, სადაც შეაჯამეს
გაწეული მუშაობა და გამოკითხვის შედეგები. მოსწავლეებმა აღმოაჩინეს, რომ უფროსკლასელთა
12 % თამბაქოს მომხმარებელია. ვნახეთ გადაღებული ვიდეო მასალები და გადავწყვიტეთ შეგვექმნა
კლიპი , რომელსაც განვათავსებდით ინტერნეტში.
პროექტის განმავლობაში
მოსწავლეების მიერ შესწავლილი და მოძიებული ინფორმაციები იყო ძალიან მრავალფეროვანი
და მნიშვნელოვანი. იყო მეგობრული დამოკიდებულება ერთმანეთში. იზიარებნენ ერთმანეთის
მოსაზრებებს და არჩევდნენ ყველაზე უკეთეს ვარიანტებს. იყენებდნენ ელექტრონულ რესურსებს
და ქმნიდნენ დიაგრამებს, ერთობლივად იმუშავეს კლიპის შექმნაზე, რომელიც განათავსეს
ინტერნეტში https://www.youtube.com/watch?v=pdcqsttvn74
ვფიქრობ, ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტი
იყო მეტად მნიშვნელოვანი. მოსწავლეებმა შეძლეს ინფორმაციის მოძება, დახარისხება, ანალიზი
და შეძლებისდაგვარად შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომელიც მიაწოდეს უფროსკლასელებს.
მათ შეძლეს გადაეჭრათ პრობლემა: მიეწოდებინათ
უფრო მეტი ინფორმაცია უფროსკლასელთათვის, რათა ეცხოვრათ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
No comments:
Post a Comment