პროექტის გეგმა


სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ინგა ალავერდაშვილი
რაიონი
შიდა ქართლი
სკოლა
მე-3 საჯარო სკოლა
ქალაქი
გორი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
უთხარი თამბაქოს „არა“ !
თემის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ ამოიცნონ ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი მავნე ფაქტორები, მოიძიონ ინფორმაცია ადამიანის მავნე ჩვევების შესახებ, შეძლონ მოძიებული ინფრომაციის დახარისხება და  გაანალიზება. მიაწოდონ უფრო მეტი ინფორმაცია უფროსკლასელებს თამბაქოს მავნებლობის შესახებ და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
საგანი
ბუნებისმეტყველება/მათემატიკა/ისტ/ხელოვნება
დონე/კლასი  
დაწყებითი საფეხური/მე-6 კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
2 კვირა
პროექტი აქტუალურია,იმდენად, რამდენადაც მოზარდი თაობა მისდევს არაჯანსაღი ცხოვრების წესს, არ ან ვერ აცნობიერებენ თამბაქოს მავნებლობას, არ იციან მისი შემადგენლობა და არ ფიქრდებენ მისი მოხმარების უარყოფით  შედეგებზე.ამ პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეები  მიიღებენ უფრო მეტ ინფორმაციას თამბაქოს მავნებლობის შესახებ.
თემის საფუძვლები
მოსწავლეები თემის შესწავლისას აცნობიერებენ, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია თამბაქოს მოხმარებას ადამიანის ჯანმრთელობისათვის. გეგმავენ სხვადასხვა აქტივობებს, მოიძიებენ ინფორმაციას თამბაქოს შემადგენლობის შესახებ. ეცნობიან სტატისტიკური მონაცემებს, თუ რა ზიანი მოაქვს და რა დაავდადებებს მისი სისტემატიური მოხმარება, თუ რამდენი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად მსოფლიოში არსებული პრობლემის გამო.   აფორმებენ ფორმატებს, ქმნიან ბუკლეტებს და გეგმავენ ჩაატარონ კვლევა, რათა გამოავლინონ სკოლაში არსებული მდგომარეობა. შედეგების გათვალისწინებით გეგმავენ აქტივობებს თამბაქოს საწინააღმდეგოდ.
საგაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ბუნ.VI.8. მოსწავლეს შეუძლია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი მავნე ფაქტორების ამოცნობა.
  • ასახელებს ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს და აღწერს მათ;
  • მოიძიებს ინფორმაციას ადამიანის მავნე ჩვევების შესახებ და ამზადებს მათ საწინააღმდეგო სააგიტაციო მასალას (მაგ., პლაკატი, აუდიო/ვიდეო მასალა).
მათ. VI.12. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა.
მათ. VI.12 აგებს წრიულ და სვეტოვან დიაგრამებს (როდესაც მონაცემები იძლევა სკალის ადვილად შერჩევის საშუალებას).
კვლ .მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
კვლ. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
ის ტექნ.VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
ისტექნ.VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების,შენახვისა და ორგანიზების დროს.
ის ტექნ.VI.3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის ტექნ.VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის.

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
● მოსწავლეები მოხდენენ ინფორმაციის კლასიფიკაციას, ანალიზს და სინთეზს პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
  • გააცნობიერებენ თამბაქოს მავნებლობას, ეცნობიან მის შემადგენლობას და იღებენ ინფორმაციას მისი ზიანის შესახებ.
  • სკოლაში ჩატერებული კვლევის შედეგების მიხედვით აწყობენ სხვადასხვა ღონისძიებებს და ეწევიან თამბაქოს წინააღმდეგ პროპაგანდას.
  • პროექტი სცილდება სკოლის ფარგლებს: მოსწავლეები იღებენ ინტერვიუებს მოსახლეობისგან და არიგებენ საინფორმაციო ბუკლეტებს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რატომ არ უნდა გახდე თამბაქოს მომხმარებელი?
რა ნივთიერებებს შეიცავს სიგარეტი?
თემატური კითხვები
რა ზიანის მოტანა შეუძლია თამბაქოს მოხმარებას ადამიანის ჯანმრთელობისათვის?
შინაარსობრივი კითხვები
რატომ ითვლება სიგარეტის მოწევა ადამიანის ჯანმრთელობის რისკად?
რა რეკომენდაციები და რჩევები შეგიძლიათ მისცეთ ახლობლებს,თანატოლებს და მეგობრებს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო


პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ









ვიცი,გავიგე,მინდა მეტი ვიცოდე;
შიკითხვების დასმა;
დისკუსია.
ცნების რუკა;
თვითშეფასების და ურთიერთშეფასების რუბრიკები.
კითხვა-პასუხი;
კითხვარი;
მასწავლებლის და მოსწავლეთა განხხილვები;
ბუკლეტის შეფასების რუბრიკა;
თანატოლათა შორის განხილვა;
დიაგრამების შედგენა;
თვითშეფასება;
ურთიერთშეფასება;
სლაიდების შედგენა; ინტერვიუ;
კედლის ფორმატების გაფორმება.
პროექტის ,ბლოგის პრეზენტაციის რუბრიკა;
ჩატარებული პროექტის ანალიზი;
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
რუბრიკით ვიცი მინდა ვიცოდე და ვადგენ მოსწავლეთა ცოდნის დონეს, რათა უკეთ დავგეგმო პროექტის შემდეგი ეტაპი.
შეკითხვების დასმით გავიგებ მათი ინტერესის სფეროს, ცნების რუკა მოსწავლეებს დაეხმარებათ ცოდნის კონსტრუირებაში.
თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების რუბრიკა დამეხმარება მოსწავლეთა წინსვლის დანახვაში, რომ გავითვალისწინო მათი მიღწევები. ინტერვიუს და კითხვარების გამოყენება დაგვმეხმარება კვლევის შედეგების გაანალიზებაში. პრეზენტაცია დამეხმარება პროექტის შეჯამებასა,ანლიზში და განხილვაში. ბუკლეტის შეფასების რუბრიკა დაგვეხმარება საუკეთესო ბუკლეტის შედგენაში.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
მოსწავლეები უნდა ფლობდნენ: კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს: ინტერნეტში მუშაობა, საოფისე პროგრამები, გააზრებულ კითხვას, ინტერვიუს აღების უნარ-ჩვევები, კითხვარის შედგენა-შეჯამება, პრეზენტაციისა და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს.ინფორმაციისკლასიფიკაციის, ანალიზისა და სინთეზის უნარი პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
სასწავლო პროცედურები

პროექტის განხორციელება განაპირობა თემის აქტუალობამ. პრობლემა რეალურია და საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული სკოლის მოსწავლეებს შორის . თამბაქოზე დამოკიდებულება დღითიდღე იზრდება არა მარტო ბიჭების, არამედ გოგონების მხრიდანაც. რადგანაც მოზარდის ორგანიზმი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია თამბაქოში შემავალი მავნე ნივთიერებები კიდევ უფრო დამღუპველად მოქმედებენ და სავალალო შედეგებს იწვევენ ბავშვებში.

მოსწავლეებს შორის გაიმართა დისკუსია,დაიგეგმა ჩასატარებელი სამუშაოები. მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს მიეცა შესაბამისი დავალებები. მოსწავლეებთან ერთად შევადგინეთ პროექტის ჩასატარებელი სამუშაო გეგმა:
  1. თითოეული ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას თამბაქოს მავნებლობის შესახებ. მოიძიეს ინფორმაცია თამბაქოს სტატისტიკის შესახებ და შეადგინეს დიაგრამები.
  2. შექმნეს კედლის ფორმატები და გააფორმეს ფოტოებით; შექმნეს სლაიდები Power Point-ში
  3. იმუშავეს ბუკლეტის შექმნაზე და მის დიზაინზე.
  4. ერთ ჯგუფს დაევალა სკოლის ეზოს მოხატვა.
  5. მოსწავლეებმა შეადგინეს კითხვარები.
  6. კითხავრები დარიგდებოდა, როგორც სკოლის მოსწავლეებში, ასევე სკოლის გარეთ მოსახლეობაში
  7. გამოიყო მოსწავლეთე წყვილები ინტერვიუს ასღებად.
  8. დაიგეგმა,რომ აქციის დღეს სკოლაში უფროსკლსელთათვის სკოლის სააქტო დარბაზში მომხდარიყო ფილმის ჩვენება,რაშიც მოსწავლეებმა დახმარება სთხოვეს სკოლის მანდატურებს.
  9. მოეწყობა კედლის გაზეთების გამოფენა.
  10. აქციის დასრულების შემდეგ მონაცემთა ანალიზის შემდეგ მოსწავლეები პრეზენტაციისთვის მოემზადებიან.
პროექტის მიმიდინარეობისას ვახდენდი შუალედურ მონიტორინგს, მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ მოსაზრებებს, გეგმავდნენ შესასრულებელლ სამუშაოებს, საუბრობდნენ წარმოქმნილ პრობლემაზე და ერთად ეძებდნენ გამოსავალს. ერთად დაგეგმეს აქციის თარიღი და ხალისით გააგრძელეს პროექტზე მუშაობა.
აქციის წინა საღამოს მოიხატა სკოლის ეზო, დერეფნებში მოეწყო ნამუშევრების გამოფენა, გაამზადეს დასარიგებელი ბუკლეტები, გამოჭრეს სამკერდე ნიშნები და კითხვარები დასარიგებლად. დაგეგმეს ინტერვიუს ადგილები და დრო.
თამბაქოს საწინააღმდეგო აქცია მოსწავლეებმა დილის 9 საათისთვის დაიწყეს, მაშინ როცა მოსწავლეები სკოლაში მოდიოდნენ. შემდეგ მოსწავლეთა ნაწილი გავიდა სკოლის გარეთ ინტერვიუს ასაღებად და ბუკლეტების დასარიგებლად. მანდატურის სამსახურის დახმარებით სკოლის სააქტო დარბაზში მოეწყო ფილმის ჩვენება უფროსკლასელთათვის. აქციის დასრულების შემდეგ მოსწავლეემა ერთად გახსნეს გამოკითხვების ყუთი და დაითვალეს შედეგები,რომლის მიხედვით შეადგინეს დიაგრამები. მოსწავლეები მოემზადნენ პრეზენტაციისთვის.

დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
  • შევიმუშავე ყოველდღიურად შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი, მოსწავლეების მცდელობების ფოკუსირების ხელშესაწყობად.
  • განვსაზღვრე მოსწავლეების ძლიერი მხარეები და ჯგუფური დავალების შესრულებისას მიზნობრივად მოვახდინე მათი რეალიზება.
  • გამოვიყენე დამატებითი ნიმუშები, ინსტრუქციები და მოტივაციის ელემენტები.
  • შევამცირეთ/დავიყვანე დავალებების მოცულობა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებამდე;

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
  • დავავალე მოსწავლეს, პროექტის შედეგების გათვალისწინებით მოემზადებინა კედლის გაზეთი და სლაიდები Power Point-ში.
  • კვლევის შედეგების მიხედვით მოეხდინათ მისი ანალიზი და შედეგები გამოესახათ დიაგრამების სახით.
  • განსაკუთრებული ტექნიკური უნარ-ჩვევების მოსწავლეს მივეცი შესაძლებლობა შეექმნა პროექტის ბლოგი.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

ფოტოკამერა
კომპიუტერი (ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
სხვა      

ბეჭდვითი მასალები
სახელმძღვანელოები.
ინვენტარი/მასალები
ფორმატი,მარკერები,ფოტოები.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, მოწვეული სტუმრები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.

No comments:

Post a Comment